გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი ქიმია
კლასი IX
სახელი, გვარი
|
თამარ ნატროშვილი
|
თემის დასახელება
|
ფიზიკურ ქიმიური მოვლენა
ქიმიური რეაქციების არსი
|
გაკვეტილის სასწავლო მიზნები
|
ბუნ VII.11 მოსწავლე განასხვავებს ქიმიურ და ფიზიკურ მოვლენებს
|
სწავლის შედეგები
|
ცდის პირობებში აკვირდება ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენების გარეგან ნიშნებს. მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით და მსჯელობს მათ შორის განსხვავების შესახებ.
ჩამოთვლის ფიზიკური და ქიმიური მოვლენების მაგალითებს მათი აღწერისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას.
|
მიმდინარეობა (აქტივობა და დრო)
|
გონებრივი იერიში (10 წთ.)
მასწავლებელი სვამს კითხვებს გავლილი მასალის შესახებ.
მასწავლებელი აჩვენებს წინა გაკვეთილზე ახსნილი თემის “ფიზიკური და ქიმიური მოვლენები“ ამსახველ სურათებს სლაიდშოუთი.
მასწავლებელი აგროვებს მოვლენების ამსახველ ნახატებს რომელიც წინა გაკვეთილზე დაავალა კლასს და ანთავსებს სადემონსტრაციო მაგიდაზე.
არჩევს 2 წყვილს (მსურველებს) უმაგრებს გულზე ბიჯებს წარწერით „ფიზიკური მოვლენა“, „ქიმიური მოვლენა“.
გამოძახებულ მოსწავლეებს ავალებს აირჩიონ შესაბამისი მოვლენის სურათები (5 წთ.)
პარალელურად მასწავლებელი აგრძელებს კლასთან კითხვების დასმას.
წყვილებთან მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ამოწმებენ შესრულებულ დავალებას, თუ რამდენად სწორად არის დაჯგუფებული ნახატები. თითოეული მოსწავლე უჩვენებს კლას ნახატს და ასახელებს მოვლენას.
პედაგოგი სთხოვს კლასს შეადაროს თითოეული მეწყვილე, რამდენი სწორი და არასწორი პასუხი აქვთ. არასწორი პასუხის შემთხვევაში ხდება კომენტირება (5 წთ.)
პედაგოგი იძახებს ახალ წყვილს უნაწილებს ბიჯებს, მაგნიტებს. დაფაზე დახაზულია ცხრილი 3X3-ზე.
სთხოვს ნახატებიდან აირჩიონ შესაბამისი მოვლენა რაც მათ ბიჯებზეა დაფიქსირებული და ისე გაანაწილონ დაფაზე, რომ ერთ ხაზზე (ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ ან დიაგონალურზე) აღმოჩნდეს 3 ერთნაირი სახის მოვლენა. გამარჯვებულია ის მოსწავლე ვინც პირველი დაალაგებს ერთნაირი მოვლენების სამ ნახატს.
პედაგოგი იძახებს ახალ წყვილს. (10 წთ.)
დაფაზე დამაგრებულ მოვლენებიდან არჩევენ ქიმიურ მოვლენებს.
პედაგოგი სთხოვს დაახასიათონ თითოეული პროცესი ქიმიური მოვლენის მიმდინარეობის ნიშნები, პირობები.
აჯამებს ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის ნიშნებს, პირობებს (10 წთ.)
პედაგოგი ახდენს მოსწავლეთა შეფასებას (3წთ.)
კლას უნიშნავს საშინაო დავალებას (2 წთ.)
|
შეფასება
|
მოსწავლე ხვდება რამდენად სწორედ ახდენს მოვლენათა კლასიფიკაციას.
შეფასება ხდება ინდივიდუალურად განმავითარებელი და განმსაზღვრელი
|
რესურსები
|
პროექტორი, მაგნიტური დაფა, მაგნიტები, ბიჯები, ქიმიური მოვლენების ამსახველი ნახატები.
|
გ
No comments:
Post a Comment